LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთან შეთანხმებული არ იყო… გული კინაღამ გამისკდა… შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი“ – თემურ ჭყონია 

1175
ჭყონია (1)

„მაკდონალდსი საქართველოს“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ბოდიშს იხდიდნენ ცნობილი მომღერლის, ელტონ ჯონის შესახებ ბროშურების გავრცელებისთვის, მასთან შეთანხმებული არ იყო და „ფეისბუკიდან“ სწორედ მისი თხოვნით წაიშალა.

როგორც ჭყონიამ „რადიო თავისუფლებასთან“ აღნიშნა, ეს არის კომპანიის „დირექტორის კატასტროფული მოქმედება“.

„ჩემთან შეთანხმებული არ იყო. არაფერი საბოდიშო არ არის იმაში, რასაც გლობალური მაკდონალდსი აკეთებს. არც ვიცოდი ამ განცხადების შესახებ, შეხვედრაზე ვიყავი, გული კინაღამ გამისკდა. რა დღეში ჩამაგდეს…

„მივიღე ბევრი მუქარა თუ შეურაცხყოფა .. არანაირ პროპაგანდას არ ვეწევი არც მე, არც მით უმეტეს მამაჩემი, თუმცა კატეგორიულად ვგმობ ჰომოფობიას“ – სოფო ჭყონია

განცხადებაში არც ახსნა არ იყო საჭირო – ვის რას უხსნი, რომ ელტონ ჯონი გენიალურია, ამას უხსნი?!. ეს არ არის მოქალაქეობრივი პოზიცია, ერთ დღეს აკეთებდე ერთს და მეორე დღეს იხდიდე ბოდიშს – არაფერი ბოდიშის მოსახდელი არ არის, უბრალოდ, ზოგს უნდა გაიგოს, რომ პროპაგანდაა…

მე შეურაცხყოფილი ვარ, როგორ გადავიტან ამ თემას, არ ვიცი“, – აცხადებს ჭყონია.

დღეს, კომპანიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ “მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას”. რამდენიმე საათში განცხადების ტექსტი წაიშალა და ახალი მიმართვა გავრცელდა.

წყარო: რადიო თავისუფლება

„გვსურს მოვუწოდოთ ყველას, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“ – რა განცხადებას ავრცელებს „მაკდონალდს საქართველო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები