LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემთვის ბედნიერება და პრიორიტეტი ოჯახია” – გიორგი წერეთელი პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

13
giorgiwereteli2011dueti

რადიო ,,არ დაიდარდოს და გადაცემას, ,,რადიო დუეტი თაკოსთან ერთად” მომღერალი გიორგი წერეთელი სტუმრობდა ახალი სიმღერით. ეთერის მსვლელობისას სატელეფონო ხაზზე ჩაერთო მერაბ სეფაშვილი, რომელიც გვესაუბრა სიმღერის შექმნის იდეაზე.

როგორ ცხოვრობ  პანდემიის  პერიოდში?

ვცდილობ ხშირად არ ვიარო ისეთ ადგილებში, სადაც პირბადეა საჭირო. ვერ ვსუნთქავ ასეთ დროს. ველოდები რეგულაციების მოხსნას, რომ აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობის პროცესი. კონცერტები აღარ ტარდება,  ძირითადად დავფრინავდი ისრაელში, იქ მქონდა გასვლითი კონცერტები, ვართ ლოდინის მდგომარეობაში. დადებითი ის აქვს ამ პანდემიას, რომ მეტი დრო სიმღერების წერას დავუთმე, გიორგი დათიაშვილთან ვაღამებ და ვათენებ, ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე. დაახლოებით 10 სიმღერა უკვე შეიქმნა. გადავედი კლასიკურ სიმღერებზე, რასაც ძალიან მალე მოვიტან თქვენს რადიოში.

ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია შენმა ბოლო ინტერვიუმ მეუღლესთან დაკავშირებით, რომ ტრადიციული ოჯახიდანაა, მოგვიყევი მის შესახებ..

ჩემთვის ბედნიერება და პრიორიტეტი ოჯახია, ის სიმყუდროვე და სილამაზე, რაც მამაკაცს სჭირდება, მაქვს. თამილა ტრადიციულ ოჯახშია გაზრდილი, მყავს ძალიან კარგი სიმამრი და სიდედრი, რომელიც სასწაულად ამზადებს კერძებს. ასევე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეც კარგი მზარეული ვარ, ჩემი საფირმო კერძი თევზეულით მზადდება.

დღეს ახალი სიმღერით  მოხვედი, კერძოდ კი დუეტით..

კი დღეს მოგიტანეთ ახალი სიმღერა სახელწოდებით ,,ქორწილი”, დუეტი, მე და მერაბ სეფაშვილის შესრულებით.

მერაბ სეფაშვილი:

სიმღერის იდეა ეკუთვნის გიორგის, ავტორიც სწორედ ის გახლავთ. გამოვიდა ძალიან თბილი და კარგი სიმღერა, რომ მოისმენთ ამაში თქვენც დარწმუნდებით. ჩაიწერა გიორგი დათიაშვილთან, ”ფორტუნა რექორდსში”.

 

მერაბ სეფაშვილი & გიორგი წერეთელი – ქორწილი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გიორგი წერეთელი – მოთეთრო ვარდები. Live

 

გიორგი წერეთელი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები