ანანო სახელაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას აფიქსირებს და წერს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია.
ბლოგერის თქმით, მისთვის და მისი ოჯახისთვის რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ოკუპანტად.
,,მეგობრებო თავს ვალდებულად ვგრძნობ ამ გარდამტეხ პერიოდში კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია რუსეთთან და რუსეთუმეობასთან დაკავშირებით. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ოკუპანტად. სწორედ 1992 წელს რუსეთის აგრესიის შედეგად ჩემს ოჯახს იძულებით მოუწია სოხუმის დატოვება და შედეგად გავხდით იძულებით გადაადგილებული პირები. დევნილობაში, გარკვეული პერიოდი მოგვიწია რუსეთში ცხოვრება”, – წერს ბლოგერი.