LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩემთვის დაიწერა ახალი სიმღერა და რა თქმა უნდა ცირა ბზიშვილს ეკუთვნის” – თაკო მელიქიშვილი

236
takomeliqishvili

რადიო ,,არ დაიდარდოს’’ რუბრიკას ,,მხიარული დილა’’ მომღერალი და ,,არ დაიდარდოს’’ მუსიკალური წამყვანი თაკო მელიქიშვილი სტუმრობდა.

წლებია ,,არ დაიდარდოს” მსმენელს ვესალმები და მიხარია, რომ ვუქმნი განწყობას. რაც შეეხება დილას, ძილი ძალიან მიყვარს, თუმცა, არ გამომდის. გამოფხიზლებას ვერ ვასწრებ, რადგან დილიდან ავტომობილში ვჯდები და საქმეებზე მივდივარ. დაახლოებით ერთი საათი მჭირდება, რომ ყავა მივირთვა და  გამოვფხიზლდე. სამაგიეროდ, დღის მეორე ნახევარში ვარ ძალიან აქტიური.

კარიერულ სიახლეებზე რას გვეტყვი?

ძალიან მიხარია, რომ მსმენელი ხშირად ითხოვს ჩემ სიმღერებს. თუმცა, არის ძველი ნამუშევრები, რომელიც თითქოს აღარ მომწონს.

ამ ეტაპზე, სიახლე მაქვს. ჩემთვის დაიწერა ახალი სიმღერა და რა თქმა უნდა ცირა ბზიშვილს ეკუთვნის. არის ძალიან პოზიტიური. სახელწოდება გახლავთ, ,,უმისამართოდ’’.

როდესაც მოვისმინე ძალიან ბედნიერი ვიყავი. იმიტომ, რომ პირველ რიგში დღეს ძალიან დიდი ფუფუნებაა ჩაწერო სიმღერა და უფრო მეტიც, როცა შენთვის იქმნება.

საახალწლო ღონისძიებებზე, სად უნდა გელოდოს გულშემატკივარი?

პირველ რიგში, მსმენელს ჩვენი ეთერიდან მივულოცავ ახალ წელს. მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშიც მივიღებ მონაწილეობას. ასევე, არის ბევრი შემოთავაზება და აუცილებლად პირადად შევხვდები ჩემს მსმენელს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g