LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის ეს ღალატია, ზიზღს ვგრძნობ“ – ალ ბანო სოფი ლორენთან გადაღებული ფოტოების გასაჯაროების შემდეგ, განცხადებას ავრცელებს

433
page

გუშინ, მედიაში ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის უახლესი ფოტოები გავრცელდა. ვარსკვლავს იტალიელი მომღერალი, ალ ბანო ეწვია. შეხვედრა ლორენის ჟენევაში მდებარე სახლში შედგა, სადაც ის უკვე მრავალი წელია ცხოვრობს.

სტუმრად სოფი ლორენთან – მედიაში 90 წლის ლეგენდარული მსახიობის უახლესი ფოტოები ვრცელდება

ახლახან კი გაირკვა, რომ აღნიშნული ფოტოები უნებართვოდ გავრცელდა. ფოტოების გასაჯაროებამ ვარსკვლავების გაბრაზება გამოიწვია. 

„ეს იყო ფოტოები, რომლებიც გადავიღეთ ჩვენთვის, ოჯახისთვის და არა გამოსაქვეყნებლად. მე და სოფის მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. ხშირად ვხვდებით ერთმანეთს, წელიწადში 2-3-ჯერ. არასდროს გადაგვიღია ფოტო გასავრცელებლად. ჩემთვის ეს ღალატია, ზიზღს ვგრძნობ“, – განაცხადა ალ ბანომ.

ცნობისთვის, კადრები შვეიცარიელმა ავტომობილების კოლექციონერმა, დანიელ ისელიმ, რომელიც ორი არტისტის შეხვედრას ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები