LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემთვის საავტორო მუსიკა არის მთავარი… გვინდა, ჩვენი სიმღერებით შევაყვაროთ თავი მსმენელს“ – მაესტრო

13
ზარზმა

9 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ბენდ „ზარზმას“ წევრები, მაესტრო და აკაკი ხაბაზიშვილი სტუმრობდნენ. გადაცემის სტუმრებმა ბენდის შემოქმედებაზე და გეგმებზე ისაუბრეს და მსმენელს სიმღერა „ვიცეკვეთ წვიმაში“ წარუდგინეს.

მაესტრო, სოლო შემოქმედებიდან ბენდში გადაინაცვლე… მოგვიყევი ბენდზე „ზარზმა“.

მაესტრო: სხვათა შორის, ეს ბენდი ჩემამდე უკვე შეკრული და ძალიან ცნობილი იყო. მარტო ერთ სიმღერას, „ქარი აიხვეტავს ფოთლებს“ უკვე 11 მლნ ნახვა აქვს.

ელოდით თუ არა ასეთ შედეგს?

აკაკი: „ქარი აიხვეტავს ფოთლებს“ ჩვენს ძალიან ბევრ ახლობელ მუსიკოსს მოსწონდა და ვიფიქრეთ, თანამედროვე სტილში გაგვეკეთებინა, დასარტყამი ინსტრუმენტით, ბასით და გამოგვივიდა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით ასეთ შედეგს, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი კარგი სიმღერა არსებობს.

რა სიხშირით იკრიბებით და მუშაობთ ახალ პროგრამაზე?

მაესტრო: ვცდილობთ, რომ სარეპეტიციო სივრცეში კვირაში ორი დღე მაინც შევიკრიბოთ, რომ ლაივ შესრულებისას სწორი და გამართული მუსიკა მივაწოდოთ მსმენელს.

თქვენი საკუთარი რეპერტუარი გაქვთ თუ რიმეიქებზე მუშაობთ?

მაესტრო: ჩემთვის, იცით, რომ საავტორო მუსიკა არის მთავარი და ჩვენი ბენდიც ამ განხრით არის. ჩვენ გვინდა, ჩვენი სიმღერებით შევაყვაროთ თავი მსმენელს, თან ძალიან რთულია უკვე ნამღერი და გაჰიტებული სიმღერის სხვანაირად დარემიქსება. აკაკი კომპოზიტორია და ის ქმნის ჩვენს ბენდში მუსიკას.

საერთო ჯამში რამდენი სიმღერა გაქვთ პროგრამაში?

მაესტრო: საკონცერტოდ 50 სიმღერაც რომ დაგვჭირდეს, ჩვენს ბენდს 50 სიმღერაც გარჩეული აქვს. აქედან 20-24 სიმღერა გვაქვს გამორჩეული, რომელიც კონცერტს ჩვეულებრივად წაიყვანს. თან ჩვენ ბენდს რამდენიმე მიმდინარეობა აქვს, თავიდან სუფთა ფოლკით დაიწყო, შემდეგ გაათანამედროვეს.

აკაკი: ქავერების, უცხოურ ენოვანი შემსრულებელიც გვყავდა.

მაესტრო: მე ჩემი პოპის და კომერციის ელემენტები შემოვიტანე, ამიტომ ძალიან სხვანაირად, გამართულად და ლამაზად მიდის ყველაფერი.

ზაფხული უკვე გაწერილი გაქვთ?

მაესტრო: 4 კონცერტი უკვე დაგეგმილი გვაქვს და 5-6 კონცერტზე მიდის კიდევ მოლაპარაკება.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ვიცეკვეთ წვიმაში“.

მაესტრო: ერთ დღესაც მივედი კაკოსთან სახლში, დავსხედით, ცოტა ლუდი დავლიეთ… კაკომ აიღო გიტარა და ვუთხარი, მოდი, ესპანური რიტმი დამიკარი მეთქი. რა კარგი მელოდიაა-მეთქი, ვუთხარი და იმ დღესვე დავწერე ტექსტი. ვფიქრობ, რომ ძალიან მელოდიურია. უკვე სატელევიზიო პრემიერაც გვქონდა. ჩაიწერა ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში.

 

ზარზმა – ვიცეკვეთ წვიმაში

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები