მწერალ ნინო ამირეჯიბსა და პოეტ ზურა რთველიაშვილს დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, დიდი სიყვარული აკავშირებდათ. სიყვარულის ამბავი ზურა რთველიაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ამირეჯიბმა გადაცემაში “ღამის პრაიმ-ტაიმი” გაიხსენა.
“ჩვენი ამბავი ცოტა უცნაური იყო, ის იყო მაშინ ჩემზე 25 წლით დიდი, მე ვიყავი ძალიან პატარა 14-15 წლის, რომელიც ტელეეკრანებიდან უყურებდა მის პერფორმანსებს. ის იყო ჩემი საყვარელი არტისტი და ჩემი საყვარელი პოეტი. მაგრამ მიყვარდა ძალიან დიდი ხანი გულში, ჩემთვის ჩუმად. ვერასდროს ვერ გავბედავდი ვინმესთვის მაინც მაშინ მეთქვა ხმამაღლა. მერე გავიდა პერიოდი და დავიწყეთ მეგობრობით. მიუხედავად ჩვენი ძალიან დიდი, ხმაურიანი, ემოციური სიყვარულის, ჩვენ სამი წელი ვფიქრობდით რამდენად ვიყავით მზად ამ ყველაფრისთვის. წარსულ დროში მიჭირს ამაზე საუბარი, ალბათ ამ ყველაფერმა შეძლო ეს ყველაფერი – გააზრებულმა სიყვარულმა. მე არ ვარ მის გარეშე, ის სულ ჩემთანაა”, – ამბობს ამირეჯიბი.
