LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემზე უკეთ არავინ იცის რას ნიშნავს ადამიანის გამოკლება, მინდა მათი ტვირთი ცოტა მეც ვზიდო” – დაზარალებული, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების  გასაცილებლად თბილისში ჩამოვიდა

1688
დავლაძერამაზი

რამაზ დავლაძე, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული მაშველების უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად თბილისში ჩამოვიდა. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის გადაცემაში “360 გრადუსი” ისაუბრა.

“თბილისში ჩამოვედი იმის გამო, რომ მინდა თანადგომა გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, მადლობა გადავუხადო, უკანასკნელ გზაზე გავაცილო და დავემშვიდობო. რაც ჩემი ოჯახის გადასარჩენად დიდი წვლილი შეიტანა თითოეულმა მაშველმა, ჩემი ვალდებულებაცაა რომ გვერდში დავუდგე გარდაცვლილთა ოჯახებს. ჩემზე უკეთ არავინ იცის რას ნიშნავს ადამიანის გამოკლება ცხოვრებაში. მინდა მათი ტვირთი ცოტა მეც ავიღო და ვზიდო. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს და ჩემს თავსაც, რომ ასეთი გმირი ხალხი დავკარგეთ. მიუხედავად იმისა, სიცოცხლე ვერ იპოვეს, თავდაუზოგავად, დიდი შრომით, დიდი ძალისხმევით იბრძოდნენ, რომ ეპოვათ სიცოცხლე”, – ამბობს დავლაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g