LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩენინგ ტატუმი 25 წლის შეყვარებულთან ერთად საოცრად ბედნიერია – 44 წლის მსახიობი ცხელ ფოტოებს გვიზიარებს

256
page

როგორც ცნობილია, ზოე კრავიცთან ნიშნობის ჩაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, ჩენინგ ტატუმს ახალი შეყვარებული ჰყავს. 44 წლის მსახიობი 25 წლის მოდელს, ინკა უილიამსს ხვდება. წყვილი პირველად „ოსკარების“ „პრე-ფართიზე“ გამოჩნდა. გოგონას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ავსტრალიელია და მოდის ინდუსტრიაში ახლა იკიდებს ფეხს.

ამჯერად წყვილი ლოს-ანჯელესში, მეგობრების გარემოცვაში გადაიღეს. ჩენინგი ახალ რჩეულს გვერდიდან არ შორდებოდა და მას ეხუტებოდა.

ზოე კრავიცთან ნიშნობის ჩაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, 44 ჩენინგ ტატუმმა 25 წლის ახალი შეყვარებული გამოაჩინა

ჩენინგ ტატუმი და ზოე კრავიცი ნიშნობის ჩაშლის შემდეგ, პირველად გამოჩნდნენ – ცნობილია განშორების მიზეზი

ახლახან, ჩენინგმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელშიც დიეტისა და ვარჯიშის შედეგებს გვიზიარებს. მსახიობი, რომელმაც კინოროლისთვის წონაში მოიმატა, ახლა იდეალურ ფორმაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები