LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩენინგ ტატუმმა ჯესი ჯეის ფოტოზე დააკომენტარა (ფოტო)

347
10474158-0-image-a-102_1551479762811

ჩენინგ ტატუმი ჯესი ჯეის მიმართ გრძნობების საჯაროდ გამოხატვას აღარ ერიდება.

ახლახან, ინგლისელმა შემსრულებელმა ქსელში ახალი ფოტო ატვირთა, რომელზეც 30 წლის ვარსკვლავი უმაკიაჟოდ, შავი ბიკინით პოზირებს და სადილობს.

როგორც ჩანს, საყვარელი ქალის პიკანტურმა ფოტომ, ამერიკელ მსახიობს თვალი ისე მოჭრა, რომ გადაწყვიტა კომენტარი გაეკეთებინა.

,,ყველაზე სექსუალური საჭმლის მოდელი ,,ინსტაგრამზე”” – დაწერა 38 წლის ვარსკვლავმა, რომელსაც გერლფრენდი არ გამოხმაურებია.

შეგახსენებთ, რომ ჩენინგ ტატუმისა და ჯესი ჯეის რომანის შესახებ გასული წლის ოქტომბერში ალაპარაკდნენ. წყვილის ურთიერთობა ოფიციალურად მიმდინარე წლის იანვარში, მაშინ დადასტურდა, როცა პაპარაცებმა ისინი ვნებიანი კოცნისას გადაიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები