LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერგოლეიშვილი კეზერაშვილის ტელევიზიაზე: ჩემი გეგმები მედიაში უკავშირდება მხოლოდ ტაბულას

199
30739749-10212473506772772-5345920032117358592-n

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის დაანონსების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელევიზიას თამარ ჩერგოლეიშვილი უხელმძღვანელებს.

ტაბულას დირექტორი საკუთარ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, რომ სამსახურის შეცვლას არ გეგმავს და მისი სამომავლო გეგმები მხოლოდ და მხოლოდ ტაბულას უკავშირდება.

„ინფორმაცია, თითქოს სამსახურის შეცვლას ვგეგმავ არის ტყუილი! მივესალმები ფორმულა კრეატივის და ჩემი მეგობრის, დათო კეზერაშვილის თანამშრომლობას. მიხარია, რომ ახალი არხი ჩნდება და რუსთავის მითვისების შედეგად შექმნილ ვაკუუმს ოპოზიციურ ფლანგზე ახალი მედია შეავსებს სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც.

ჩემი გეგმები მედიაში უკავშირდება მხოლოდ და მხოლოდ ტაბულას და მის განვითარებას – მითუმეტეს ახლა, როდესაც ძალიან კარგ საერთაშორისო პარტნიორობას ვიწყებთ და მალე მოგახსენებთ ამის შესახებ,”- წერს ჩერგოლეიშვილი.

დავით კეზერაშვილმა, და ფორმულა კრეატივმა ახალი ტელევიზიის დაფუძნება 1 აგვისტოს დააანონსეს.

დავით კეზერაშვილი ახალ ტელევიზიას ხსნის: უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად

პლატფორმა გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას.

გავრცელებულ განცხადებაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი წერდა, რომ ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია და სატელევიზიო პლატფორმა გვერდით დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g