ორთაჭალის სამმართველოში დაკავებულ თამარ ჩერგოლეიშვილთან, ლექსო მაჭავარიანთან და სტუდენტ სალომე ხვადაგიანთან ადვოკატი ოთარ კახიძე შევიდა, ინფორმაციას „ტაბულა“ ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლები სტუდენტ სალომე ხვადაგიანთან მაშინ მივიდნენ, როდესაც ის და სხვა სტუდენტები გაზპრომთან მთავრობის მოლაპარაკებების წინააღმდეგ მიმართულ პოსტერებს აკრავდა. იქ იმყოფებოდნენ თამარ ჩერგოლეიშვილი და ლექსო მაჭავარიანიც.
პოლიციამ ისინი 150-ე მუხლით დააკავა, რაც თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.