LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩერგოლეიშვილი: „სირცხვილიამ“ ის ქნა, რაც იცოდა – მეტი არაფერი იცის… აი, დანარჩენი პარტიები რომ დაეთანხმეთ, ახლა რატომ აგინებთ? – უტვინოები ხართ

385

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებულ აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც… ყველა პარტია, ჩვენ გარდა, დალაგდა და თვალთმაქცურად, არიქა ბევრი ხალხი უდგათო, „სრული მხარდაჭერა“ აღუთქვა მშვენიერაძის, ქადაგიძისა და „სირცხვილიას“, ჩემი რწმენითა და თქმით, სულელურ გეგმას. როგორც მოსალოდნელი იყო, ეგ სულელური გეგმა ჩაიფუშა.

ახლა დგანან, „სირცხვილიას“ აგინებენ. „სირცხვილიამ“ ის ქნა, რაც იცოდა – მეტი არაფერი იცის და არც ჭკუის დამრიგებელი ჰყავს. აი, დანარჩენი პარტიები რომ დაეთანხმეთ, ახლა რატომ აგინებთ? P.S. მე გეტყვით რატომ, უპასუხისმგებლობები, უსინდისოები და უტვინოები ხართ.“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

 

magti 5g