“ტაბულას” დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის, არხის გენერალური პროდიუსერის ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის სასამართლო პროცესიამ წუთებში უნდა დაიწყოს, ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელენბს. მათ ორთაჭალის სამმართველო უკვე დატოვეს.
“ავირჩიე ბოძი, რომელიც უკვე დაზიანებული იყო და გაკრული იყო არაერთი განცხადება, იქვე მივაკარი ბიძინა ივანიშვილისა და ”გაზპრომის” კარიკატურა, რაზეც თავიდან არ აპირებდნენ ჩემს დაკავებას, მაგრამ სალომე ხვადაგიანს რომ აკავებდნენ, დავსვი კითხვა, ამ ბავშვს თუ აკავებთ, მე რატომ არ მაკავებთქო და ამის შემდეგ დამაკავეს”, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც თვითმმართველი ორგანოს იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.