ჩერნიგოვის ცენტრში მტრის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, მათ შორის არის აშშ-ის მოქალაქე – უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ასევე ააფეთქეს საცხოვრებელი კორპუსი, რასაც იქ მცხოვრები ოჯახის და მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
„ოკუპანტებმა მშვიდობიან სამოქალაქო პირებს მძიმე არტილერიით კიდევ ერთხელ შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაჭრილები,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ პოლიცია დაშავებული მოქალაქეების სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანას ცდილობს. შემთხვევის ადგილზე ჩერნიგოვის გამომძიებლები მუშაობენ, რომლებიც რუსების სამხედრო დანაშაულების ყველა გარემოებასა და შედეგებს აფიქსირებენ .
„მტერი აგრძელებს სისტემურ საარტილერიო და საჰაერო თავდასხმებს რეგიონულ ცენტრზე, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. 16 მარტს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად სულ მცირე 53 ადამიანი დაიღუპა.“ – განაცხადა ჩერნიგოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ჩაუსმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.