LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chery-ის ახალი კროსოვერი „ალიექსპრესზე“ გაიყიდება

129
chery

ჩინური კროსოვერი Chery ამიერიდან ონლაინ გაიყიდება. ბრენდის ოფიციალური გვერდი ონლაინ-პლატფორმას AliExpress-ს დაემატა და იქ რამდენიმე მოდელის – Tiggo 2-ის, Tiggo 3-ის, Tiggo 5-ისა და ხაზის ფლაგმანის Tiggo 7-ის შეძენაა შესაძლებელი.

Chery „ალიექსპრესზე“ ოფიციალურად 28 მარტიდან გამოჩნდება. პირველი კროსოვერი კი რომლის შეძენასაც მომხმარებლები შეძლებენ იქნება Tiggo 7. ავტომობილის ონლაინ გამოწერა ძალიან მარტივია და ამ შემთხვევაშიც ონლაინ ვაჭრობის ზოგადი სქემა იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ Tiggo 7 არის პირველი მოდელი რომელიც T1X-ის პლატფორმაზე აიგო და ის სამ ვარიაციაში – საბაზისო სპორტული, ტურბოძრავის მქონე და ელიტარული ლუქს ვერსია იქნება ხელმისაწვდომი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g