LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet ახალგაზრდა მძღოლებს ღვედების გაკეთებას აიძულებს

116
chevroletnews

კომპანია Chevrolet-მა ახალი ფუნქცია Buckle to Drive წარადგინა და მისი დანიშნულება ახალგაზრდა მგზავრებისთვის ღვედის მნიშვნელობის შეხსენებაა. სიახლე  Chevrolet Traverse, Malibu-სა და Colorado-ს სტანდარტული აღჭურვილობის ნაწილად იქცევა და დასაწყისისთვის მხოლოდ ამერიკულ ბაზარს მოიცავს.

ახალი ფუნქცია Teen Drive-ის კომპლექსის ნაწილია და ის საშუალებას აძლევს მშობლებს რომ გააკონტროლონ, თუ როგორ იყენებს მათი შვილი ავტომობილს. Buckle to Drive-ის მუშაობის სისტემა კი საკმაოდ მარტივია, აუდიოსისტემის ხმა არ ირთვება მანამ, სანამ მძღოლი და მგზავრები ღვედებს არ გაიკეთებენ, გარდა ამისა სისტემა სიჩქარესაც აკონტროლებს და ახალგაზრდა მძღოლს მხოლოდ ლიმიტირებული სიჩქარის განვითარება შეეძლება.

გარდა ამისა, ავტომობილის დაძვრისას გადაცემათა კოლოფიც 20 წამით დაიბლოკება, თუკი მძღოლს ღვედი არ ექნება გაკეთებული და ამასთან პანელზე შესაბამისი მინიშნებაც გაჩნდება.

შტატების ნაციონალური უსაფრთოხების ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ გასულ წელს ღვედმა 15 ათასამდე სიცოცხლე იხსნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g