LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet Corvette–ის დახეული სავარძლები ლამის 100 ათასი დოლარი ღირს

186
vrokencorvet

eBay–ს ონლაინ აუქციონზე უჩვეულო ლოტი გამოჩნდა – ავტომობილის სავარძელი, რომელიც 68 წლისაა და ძალიან ცუდ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

სავარძლის მფლობელი ავტომობილის ისტორია საკმაოდ საინტერესოა. პროტოტიპს, რომელსაც 3,9 ლიტრის მოცულობის „ექვსიანი“ ძრავი ქონდა, მთელი წელი გამოფენებზე დაატარებდნენ.

შემდეგ ავტომობილი უტილიზაციისთვის გაამზადეს და სანამ პროცესს დაიწყებდნენ, მისი ცეცხლგამძლეობის შემოწმება გადაწყვიტეს. აუქციონზე გამოტანილი სავარძლები სწორედ ამ დროს დაზიანდა.

ლოტი ერთ–ერთ  პირველ „კორვეტს“ ეკუთვნოდა და 1952 წლით თარიღდება. ამდენი წლის განმავლობაში სავარძლების მდგომარეობა სავალალო გახდა და მიუხედავად ამისა, ფასიც მაინც ძალიან მაღალია.

საწყისი ღირებულება 90 ათასი დოლარი იქნება, თუმცა ორგანიზატორები ვარაუდობენ რომ საბოლოოდ ფასი კიდევ უფრო მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g