Chevrolet მერვე თაობის Corvette–ს პირველად გამოაჩენს და გრანდიოზული პრეზენტაცია ფლორიდას შტატში მდებარე კენედის ცენტრში, 3 ოქტომბერს შედგება.
ახალი როდსტერის საჯარო პრემიერა ცნობილ მოედანზე Rocket Garden–ზე გაიმართება და პრეზენტაციას GM–ის ხელმძღვანელობა გაუძღვება. ღონისძიებას რამდენიმე ცნობილი კოსმონავტი ეწვევა და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 57 დოლარი იქნება.
მწარმოებელი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ Corvette კოსმონავტების საყვარელი ავტომობილია, ამიტომ გრანდიოზული პრეზენტაციაც ამ იდეას უკავშირდება. ყველაფერი კი 1961 წლის 5 მაისს დაიწყო, როცა ალან შეფარდი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ დედამიწას დაუბრუნდა და Chevrolet Corvette–ის საჭესთან მოკალათდა. ამის შემდეგ ამერიკული კოსმონავტიკა სპორტული ავტომობილების სამყაროსთან მჭიდროდაა დაკავშირებული.
ახალი როდსტერის ბაზარზე გამოჩენა 2020 წლიდან იგეგმება.
