LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chevrolet–მა Corvette–ის გაყიდვები შეაჩერა, მიზეზი გაუმართავი სამუხრუჭე სისტემაა

85
shevroletcorvet20928

კონცერნი General motors იძულებული გახდა რომ Chevrolet Corvette–ის გაყიდვები შეეჩერებინა, ასევე უკან გამოეწვია რამდენიმე მოდელი –  Cadillac CT4, CT5 და XT4, Buick Encore GX და Chevrolet Trailblaze. მიზეზი სამუხრუჭე სისტემის დეფექტია.

ექსპერტთა წინასწარი შეფასებით, პრობლემა ელექტრონიკაშია, რის გამოც სამუხრუჭე სისტემა გამართულად ვერ მუშაობს. უფრო მეტიც, არსებობს რისკი რომ სისტემა ავტომბოილის მოძრაობის დროს საერთოდ მწყობრიდან გამოვიდეს და ყველაფერი სავალალო შედეგით დასრულდეს.

დეფექტის გამოსასწორებლად მწარმოებელმა Corvette–ის 700–მდე ეგზემპლარი უკან გამოიწვია, ასევე ამოღებულია Cadillac–ის 2,5 ათასამდე მოდელი. ავტომობილთა ნაწილი დილერებს აქვთ, ნაწილის ყიდვა კი კლიენტებმა უკვე მოასწრეს.

პრობლემის მოგვარებამდე General Motors–ში გაყიდვებიც შეაჩერეს. ხარვეზიან ავტომობილებს კონცერნი თავისი ხარჯით შეაკეთებს და ბაზარზე მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები