LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭიათურის მერია – საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი – ეს იყო სკოლის მოსწავლეების მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა false საქართველო

125
Screenshot 2025-10-26 200025

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანების მხრიდან „საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას ჰქონდა ადგილი“.

მათივე განმარტებით, ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან საქართველოს ილუსტრირებულ რუკასთან დაკავშირებულ ბინძურ სპეკულაციას, რომელიც სოციალურ ქსელში “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში ახალგაზრდების მიერ წარმოდგენილმა პერფორმანსმა გამოიწვია.

ეს იყო სკოლის მოსწავლეების მიერ მომზადებული დადგმა, რომლის დასასრულს, ბავშვებმა გაამთლიანეს საქართველო.

თეატრალური დადგმა მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ იმის შეხსენებას, რომ დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია.

საქართველოს რუკამ საბოლოოდ სწორედ ისეთი სახე მიიღო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ. აღნიშნული ფოტო სკოლის მოსწავლეების დადგმის დასრულების შემდეგ არის გადაღებული“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თავდაპირველად ჭიათურის მუნიციპალიტეტმა “ჭიათურობა 2025-ის” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფოტოები განათავსა მათივე სოციალურ ქსელში. ერთ-ერთ ფოტოზე კი ჩანდა საქართველოს რუკა, რომელზეც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ადგილზე ჩანდა სიცარიელე. ფოტოს სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g