“ბრძოლაა საჭირო, რომ შევინარჩუნოთ ფერადოვნება. თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება, ყველა ადამიანის უფლებაა”,- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ პარლამენტთან მიმდინარე მედიის აქციაზე ერთ-ერთ მედიასაშუალებას განუცხადა.
“ღმერთის შვილები ვართ ყველა. ნუ შეგეშლებათ, ნუ აფუჭებთ ქრისტეს მოძღვრებას, ნუ აბნელებთ, რევოლუციონერი იყო ქრისტე. იცოდეთ, კარგად გადაიკითხეთ ახალი აღთქმა და ყველანი მიხვდებით სინამდვილეში რას ამბობდა. ღმერთის სახელით რა არ ხდებოდა – ინკვიზიცია ღმერთის სახელით იყო, ჯვაროსნებმა ღმერთის სახელით დახოცეს ხალხი.
ამას გვეუბნებოდა მაცხოვარი? ამიტომ ყველამ იფიქრეთ თქვენს შვილებზე, რომ ხვალ შეიძლება ფერადი მაისურის და ვარცხნილობის გამო, ჩაქოლონ სადმე ბნელ კუთხეში” – თქვა მაკა ჩიჩუამ “ფორმულასთან”.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. გადაკეტილია მთავარი გამზირი.
ამ წუთებში სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობს.