LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩიკაგო – თბილისის მიმართულებით რეისების შესრულება იწყება

92
230481508-4378549132169608-773156579045635470-n

ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო –  თბილისიბაქოს მიმართულებით სატვირთო ოპერირებას იწყებს. ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებულ ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი ბაქოში, შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგოთბილისიბაქოს ხაზზე მიმდინარე წლის 10 აგვისტოს განხორციელდება. საჰაერო ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაეშვება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ, აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g