LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Chilli Island – ელექტრონული „კატამარანი“ შეყვარებულთათვის

406

მაღალი ტექნოლოგიები რომანტიკოსების სამსახურშიც არის. საუბარია არაორდინალურ „კატამარანზე“ Chilli Island, რომელიც სპეციალურად შეყვარებულებისთვის არის შექმნილი.

იგი გათვლილია ორ ადამიანზე, რომლებსაც განმარტოება და დასვენება სურს. მოწყობილობას მზისგან დამცავი მოსახერხებელი საშუალება აქვს, რომელიც 3 მარეგულირებელი პანელისგან შედგება.

სიახლეს აქვს ხმოვანი სისტემა 2 დინამიკით, ასევე სპეციალური დასადგამი ბოთლებისა და ჭიქებისთვის, და გაგრილების სიტემა, რათა სასმელი გრილად მიირთვათ.

კომფორტისათვის ბორტზე დამონტაჟებულია ერგონომიული სავარძელი.

ბატარეა 6 საათამდე მუშაობის გარანტიას იძლევა, ხოლო მისი მართვა სპეციალურად მასზე დამონტაჟებული მოწყობილობით ხდება.

i_cfaae023

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები