ჩინეთში მუშაობენ ახალ კანონზე, რომელიც ავტომობილებში ჰაერის ხარისხს გააკონტროლებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სიახლის დამსახურებით მსოფლიოს ყველაზე დიდ ავტობაზარზე ფასები მკვეთრად გაიზრდება.
ახალი ნორმები ავტომწარმოებლებს საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, რადგან ბევრად ძვირადღირებული კომპონენტების გამოყენება მოუწევთ.
ავტომობილის სალონში ჰაერის სისუფთავეს მას შემდეგ შეამოწმებენ, რაც ის დახურული კარებებითა და ფანჯრებით ერთ ადგილას რამდენიმე საათის განმავლობაში იდგება. ამის შემდეგ სპეციალისტები სხვადასხვა მავნე ბაქტერიების არსებობას შეამოწმებენ, ასევე ნახავენ ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონეს, რაც თანამედროვე ავტომობილების მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ჰაერის ხარისხის განმსაზღვრელი ნორმები ჩინეთში ჯერ კიდევ 2011 წელს შეიმუშავეს, თუმცა ამ დრომდე ისინი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა.