ჩინურმა სტარტაპმა XEV–მა მიკროქარ YOYO–ზე დაიწყო მუშაობა. ავტომობილის მთავარ ნაწილებს 3D პრინტერზე დაბეჭდავენ და მისი საწყისი ღირებულება 5999 ევრო იქნება.
მინიატურული Yoyo 2,5 მეტრი სიგრძის იქნება. ევროპული კლასიფიკაციის მიხედვით ელექტრომობილი სატრანსპორტო საშუალება L7 კატეგორიაში ხვდება, რაც კვადროციკლს აღნიშნავს. მიკროქარის კონსტრუქცია 57 ცალკეული ელემენტისგან შედგება. მიუხედავად ზომების, პროექტის ავტორები პირობას დებენ, რომ ავტომობილი ყველას მოეწონება, იქნება ეს სუსტი ბალერინა თუ ძლიერი რაგბისტი.
3D პრინტერზე დაიბეჭდება ყველა ელემენტი, გარდა მინების, საბურავების და ძრავის. ბამპერის დამზადებას დაახლოებით 4 საათი, სახურავს – 5 საათი, კარებებს კი – 8 საათამდე დრო დასჭირდება.
და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია YOYO უსაფრთხოების ნორმებით ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.






