LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელი ექიმები კორონავირუსის მეორე ტალღას არ ელოდებიან

215
chineti

ჩინელი მეცნიერები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში უკვე რამდენიმე თვეა ჩართული არიან, ფიქრობენ, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ვირუსი შესაძლოა სეზონური გახდეს და რომ მიმდინარე წელს მომაკვდინებელი „მეორე ტალღაა“ მოსალოდნელი. ამის შესახებ სტატიას reuters – ი ავრცელებს.

"კორონავირუსის ეპიდემიის პიკი უკვე გადავლილია" - ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი

ჩინეთი კვლავ განაგრძობს ვირუსთან ბრძოლას და ამ მიმართულიებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას.

მედიკოსებმა გამოთქვეს რწმენა, რომ ქვეყანაში გატარებული მკაცრი ზომები საკმარისად ეფექტურია იმისთვის, რომ სიტუაციის კონტროლი შეძლონ, ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით.

გაო ჩენლიანმა, ჩინეთის ციტობიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, განაცხადა, რომ ქვეყანამ 100-დან 99 ნაბიჯი გადადგა კორონავირუსის დასამარცხებლად. თუმცა იქვე დასძინა, რომ თუ სხვა ქვეყნებში სიტუაცია კონტროლს აღარ დაექვემდებარება, ეს ჩინეთის გაღებულ მსხვერპლს და დახარჯულ ენერგიას  შეამცირებს.

შეგასენებთ, გასულ დღე-ღამეში უხანში კორონავირუსით დაინფიცირების შიდაგადაცემის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამასთან „იმპორტირებულმა“ შემთხვევებმა იმატა და მიაღწია რეკურდულ მაჩვენებელს – 34-ს.

ჩინელი ექიმები აცხადებენ, რომ ვირუსი ბოლომდე არ განადგურდება, თუ მას ყველა ქვეყანაში არ დაამარცხებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g