LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელი მყიდველები სადილერო ცენტრებში დაბრუნებას არ ჩქარობენ

75
chinadilercar

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა შვებით ამოისუნთქა, პანდემია დაამარცხა და სადილერო ცენტრებიც გახსნა, ხალხი გარეთ გამოსვლას მაინც ძალიან ერიდება. საავტომობილო შოუ – რუმებს თითქმის არავინ აკითხავს და მნახველთა რაოდენობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია.

ჩინელ ავტოდილერთა ასოციაციის ინფორმაციით, ცენტრების 99% უკვე გაიხსნა და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა. თუმცა, დამთვალიერებელთა თუ მყიდველთა რაოდენობა დიდად არ შეცვლილა. ცენტრები ამუშავდა, თუმცა მომხმარებლის სიმცირის გამო შემოსავალი წინა წელთან შედარებით 40%–ით ნაკლებია.

მსგავსი სიტუაციაა არამხოლოდ ავტომობილების, არამედ სხვადასხვა საავტომობილო სერვისის თუ ავტომობილის ნაწილებით ვაჭრობის შემთხვევაშიც. თებერვლის და მარტის თვის მაჩვენებელი იმდენად ცუდი იყო, რომ თუკი სიტუაცია უახლოეს მომავალშიც არ შეიცვლება, საავტომობილო სამყარო სერიოზულ კრიზისში აღმოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g