LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი ამერიკულ საკვებზე უარს ამბობს

130
steiki-2

ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა ამერიკული საკვების შესყიდვებზე უარი თქვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ვაშინგტონმა გადაწყვიტა, ჰონგკონგს ორმხრივი ვაჭრობის ფარგლებში  პრივილეგირებული სტატუსი ჩამოართვას.

ამ კონფლიქტის შემდგომი ნაბიჯი შეიძლება იყოს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ხელშეკრულების დარღვევა. ხელშეკრულება კი მიმდინარე წლის იანვარში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ დაიდო.

ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა ხელისუფლებისგან მიიღეს მითითება, რომ უარი ეთქვათ აშშ-დან ღორისა და სოიოს ყიდვაზე.

შეგახსენებთ, 29 მაისს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰონგკონგს პრივილეგირებულ სტატუსს უჩერებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g