LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

105
საპასუხო ტარიფებ

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფები 10%-დან 20%-მდე გაზრდას ითვალისწინებს, ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 15%-იანი ტარიფი დაწესდება ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე, 10%-იანი ტარიფი კი – სოიაზე, ღორის და საქონლის ხორცზე, წყლის პროდუქტებზე, ხილზე, სორგოზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g