ჩინეთი მსოფლიოში ავტომობილების ყველაზე დიდი ექსპორტიორი გახდება, თვლიან ექსპერტები. 2023 წლის ბოლოსთვის ქვეყანა ამჟამინდელ ლიდერს – იაპონიას მარტივად გადაუსწრებს. ჩინეთმა ექსპორტის გაზრდა ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაიწყო: 2021 წელს უკან ჩამოიტოვა სამხრეთ კორეა, 2022 წელს კი გერმანია. 2023 წლის მეორე კვარტალში ჩინელებს მხოლოდ 70 ათასი მანქანა დააკლდათ იმისთვის, რომ იაპონიას დასწეოდნენ, ეს მაშინ როცა ერთი წლის წინ სხვაობა 171 ათასი იყო.
თუკი ჩინეთის ტემპებს დავაკვირდებით, დიდად სავარაუდოა რომ ქვეყანა წლის ბოლოსთვის წინ გაჭრას მაინც შეძლებს.
ჩინეთმა უკვე შეძლო პანდემიამდე მაჩვენებლების გაზრდა, ხოლო იაპონიამ ჯერ ამ მაჩვენებლებამდე დაბრუნებაც კი ვერ მოახერხა.
ასეთი შედეგი დიდწილად ელექტროქარების დამსახურებაა. 2022 წელს მთელი პლანეტის მასშტაბით 10 მილიონი „მწვანე“ მანქანა გაიყიდა და მათი 60% სწორედ ჩინეთიდან იყო ჩამოტანილი.