LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2918
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 12:10-დან 12:38 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ძველი ურთიერთობებისა და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლებისთვის, იდეებისა და გეგმების განხორციელებისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობისთვის. ნაკლებად გაამართლებს ავტომობილის ყიდვა და გაყიდვა.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის და კბილების სამკურნალოდ. მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის, ზედმეტი სითხის და მარილიანი საკვების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ტოპაზი და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატებების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები