ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ელექტროქარებზე მომუშავე სტარტაპების მუშაობა შეზღუდოს. ამჟამად ქვეყანაში 486 ასეთი კომპანიაა დარეგისტრირებული და მათი კიდევ უფრო მომრავლება შესაძლოა ეკონომიკური კოლაფსის მიზეზი გახდეს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ახალი კანონი იმ კომპანიებს შეეხება, რომლებიც ელექტროქარების წარმოებას სხვა ფირმებს გადასცემენ ხოლმე. დოკუმენტში ზუსტად იქნება აღწერილი, თუ რა შემთხვევებში იქნება ნებადართული წარმოება. სიახლე ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას შეზღუდავს და კომპანიების კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ ახალმა სტარტაპებმა რომლებსაც სხვადასხვა კომპანიებთან სურთ თანამშრომლობა, მომავალ 3 წელიწადში 580 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა გააკეთონ. ამასთან, მსოფლიო გაყიდვებმა 15 ათას ავტომობილს უნდა მიაღწიოს და აქციონერთა კაპიტალი მილიარდი იუანი უნდა იყოს.
და ბოლოს, ახალი წესების მიხედვით, კონტრაქტის დადება მაქსიმუმ ორ ქარხანასთან იქნება შესაძლებელი და 3 წლიანი ვადა 50 ათასი ელექტროქარის აწყობას მოიცავს.