ჩინეთმა კრაშ-ტესტები გაამკაცრა: ცდები იმაზე ბევრად რთული იქნება, ვიდრე ევროპაში. 2024 წლის 1-ლი ივლისიდან ახალი ავტომობილების აქტიური და პასიური უსაფრთხოების შეფასების მეთოდიკა შეიცვლება. წინა დაჯახებას 55 კმ/სთ სიჩქარით შეამოწმებენ. ხოლო, ტესტი რომელიც გვერდითი დაჯახების იმიტაციას ქმნის 60 კმ/სთ სიჩქარით ჩატარდება ხოლმე.
რაც შეეხება ავტომობილების შემოწმების ევროპულ მეთოდს, euro NCAP-ს – ის ბოლოს 2020 წელს დაკორექტირდა, შესაბამისად 2024 წლის ჩინური მეთოდი ბევრად უფრო ახალი და მკაცრი იქნება. ჩინელი რეგულატორები არამხოლოდ „ზრდასრულ“ არამედ „ბავშვ“ მანეკენებსაც გამოიყენებენ და ქულების დაწერის მეთოდიც რადიკალურად შეიცვლება.