LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთი მზადაა, შობადობის გასაზრდელად დიდი ფული დახარჯოს

111
_110542917_gettyimages-1190106458

ჩინეთის ხელისუფლებამ დემოგრაფიული კრიზისის დასაძლევად შობადობის წახალისების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. სახელმწიფო სუბსიდიების პროექტის ფარგლებში, ოჯახები, რომლებიც ბავშვს 2025 წლიდან გააჩენენ, წელიწადში დაახლოებით 500 აშშ დოლარს (3 600 იუანს) მიიღებენ. Times of India-ს ინფორმაციით, დახმარება თითოეულ ბავშვზეა გათვლილი და ის 3 წლის ასაკამდე გაგრძელდება.

ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი მკვეთრად იკლებს და ინიციატივის მიზანიც სწორედ ამ მდგომარეობის გამოსწორებაა. მოსახლეობის რაოდენობის შემცირება სერიოზულ სოციალურ და ეკონომიკურ რისკებს იწვევს.

ახალი პროგრამა ითვალისწინებს ასევე ნაწილობრივ სუბსიდირებას იმ ბავშვების მშობლებისთვის, რომლებიც 2022–2024 წლებში დაიბადნენ. ამგვარად, მმართველი სტრუქტურები ცდილობენ წაახალისონ არა მხოლოდ მომავალში დაბადებული ბავშვების მშობლები, არამედ ისინიც, ვინც დემოგრაფიაზე ბოლო წლებში იზრუნა.
მთავრობის გათვლებით, წლიური დახმარებით დაახლოებით 20 მილიონამდე ოჯახი ისარგებლებს.

ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ფულადი მხარდაჭერა მხოლოდ დროებითი წახალისება იქნება და საჭიროა სისტემური რეფორმები – მათ შორის საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მშობლებისთვის მოქნილი სამუშაო პირობები და ქალების დასაქმების მხარდაჭერა. მათივე თქმით, ადგილობრივებს შვილების გაჩენა არ სურთ, რადგან ცხოვრების ხარჯი ძალიან მაღალია, იზღუდება კარიერული შესაძლებლობები და სოციალური გარემოც დიდ როლს თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები