ჩინეთში, ცზიანსის პროვინციის ერთ–ერთ ბიბლიოთეკაში ორმა რობოტმა–ასისტენტმა იჩხუბა. ინციდენტი თვითმხილველებმა გადაიღეს და მოგვიანებით კადრები ქსელში გავრცელდა.
ბიბლიოთეკარი რობოტები ტუტუ და ვანბაო მკითხველებს სასურველი წიგნების მოძებნაში ეხმარებიან. მათი კამათის მიზეზიც სწორედ ეს ფაქტი გახდა. ერთ–ერთმა მომხმარებელმა ტუტუს კითხვა დაუსვა, დახმარება სურდა ვანბაოსაც და ასისტენტებს შორის კამათი დაიწყო.
ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ კონტაქტობენ რობოტები, ერთმანეთს მოკლე ფრაზებით ესაუბრებიან. უკანა ფონზე კი ბიბლიოთეკის მომხმარებელთა სიცილი ისმის.
საბოლოო ჯამში ვანბაომ თავისი შეცდომა აღიარა და წყვილი შერიგდა.