LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთის ხელისუფლებამ ავტო სამყაროს წარმომადგენლები დაბალი ფასების შესახებ გააფრთხილა

114
ჩინეთის ხელისუფლებამ ავტო სამყაროს წარმომადგენლები დაბალი ფასების შესახებ გააფრთხილა

ჩინეთის ხელისუფლებამ სფეროს წარმომადგენლები ავტომობილების დაბალი ფასების შესახებ გააფრთხილა. მთავრობამ ელექტრომობილების მწარმოებლებთან კრება გამართა. ხელისუფლება ზედმეტად გაწელილი „ფასების ომით“ შეწუხდა, მწარმოებლებს ხაზგასმით უთხრეს, რომ ჩინური ბრენდების გადამეტებული კონკურენციით არ არიან დაინტერესებული, თუმცა ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯერ გზებს ვერ მიაგნეს.

ბაზარზე მძაფრი კონკურენცია გადამეტებული შეთავაზებით და ჩინეთიდან ექსპორტზე გასული ავტომობილების ფასების კლებითაა გამოწვეული. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და სამინისტრო ბაზარზე „კეთილსინდისიერი კონკურენციის“ რეგულირებას ყველა გზით შეეცდება.

მიუხედავად მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგაშო სიტუაციისა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წარმოების სიმძლავრის გათვალისწინებით და გადამეტებული შეთავაზებით, კონკურენციის ყველაზე ინტენსიური ფაზა ჯერ კიდევ წინაა.

შიდა ბაზარზე უკვე გაჩნდა ფენომენი – ნულოვანი გარბენის მქონე მანქანების „მხარდაჭერა“ და რეგულაციების გარეშე სფეროს ნამდვილი ქაოსი ელის წინ, ვარაუდობს Great Wall-ის ბოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები