LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთსა და საქართველოს შორის დღეში მინიმუმ 1 ფრენა განხორციელდება

140
ლევან-დავითაშვილი

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთთან ავიამიმოსვლის მნიშვნელობასა და ინტენსივობაზე ისაუბრა:

„დღეს საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ინიციატივა, რომელიც ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას ითვალისწინებს, ჩვენი თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია. მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები, რომლებსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით ვდგამთ. ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც თანამშრომლობის გაღრმავების დიდ პოტენციალს ვხედავთ, ესაა ტურისტული სექტორი. ჩინეთის ტურისტული ბაზარი მსოფლიოში ყველაზე დიდი და სასურველია – ყოველს წელს სხვადასხვა ქვეყანას ჯამში 150 მილიონი ჩინელი ტურისტი სტუმრობს და მათი დანახარჯი 300 მილიარდამდეა, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის გარკვეული წილი საქართველოზეც მოდიოდეს. სავიზო რეჟიმი კი ამ გზაზე ბარიერი იყო. შეუფერხებელი მიმოსვლისთვის ჩვენ, ასევე, მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა ჩინურ ავიახაზებთან და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ პირველ ეტაპზე, უახლოეს მომავალში, დღეში მინიმუმ 1 ფრენა გვექნება ჩინეთთან, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენი ამბიცია ცოტა მეტია. პირდაპირ გეტყვით, ჩვენი სამიზნე დღეში შეიძლება 10-მდე ფრენა იყოს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ხელშესახები შედეგი გვქონდეს“.

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები