LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში 1 444 ტონაზე მეტი ოქრო იპოვეს

610
1366x768_cmsv2_e80a6324-111d-5120-bdf8-a59c50358d8a-9548284

ჩინეთმა თავის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ოქროს საბადოს მიაგნო და მარაგები 1 444 ტონას აჭარბებს. ეს აღმოჩენა ოქროს მარაგებს იმ პირობებში ზრდის, როცა ძვირფასი მეტალის ფასი ზედმეტად სწრაფად იზრდება. სიახლის შესახებ Euro News წერს.

ჩინეთის ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ აღმოჩენა უკვე დაადასტურა და ისიც დააზუსტა, რომ მსგავსი საბადო 1949 წლის შემდეგ პირველად იპოვეს. მაჩვენებლები შთამბეჭდავია: 2,586 მილიონი ტონა მადანი საშუალო სიწმინდით, 0,56 გრამი ტონაზე, რაც დაახლოებით 1 444 ტონა ოქროს ტოლფასია.

ამ რაოდენობის ოქროს სავარაუდო ღირებულება ბოლო მონაცემებით 166 მილიარდ ევროზე მეტია. ოქროს ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და კილოგრამზე 115 000 ევროზე მეტია.

პროექტი განახორციელა ლაონინის გეოლოგიის ჯგუფმა, რომელმაც დაახლოებით 1000 ტექნიკოსი და ოპერატორი დაასაქმა და სამუშაოები სულ რაღაც 15 თვეში დაასრულა. ეს დრო ასეთი მასშტაბური ოპერაციისთვის უჩვეულოდ მოკლეა. სამინისტრომ საბადო “სუპერ-მასშტაბურად” შეაფასა და აღნიშნა, რომ მას ეკონომიკური მიზანშეწონილობის წინასწარი შეფასება უკვე გავლილი აქვს.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის ხელისუფლებამ საბადოს ზუსტი მდებარეობა არ გაამჟღავნა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ის ლაონინის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარეობს.

„გადარჩენის“ აქტივი არასტაბილურ პერიოდში

აღმოჩენა იმ კრიტიკულ დროს მოხდა, როცა ოქროს ბაზარი განსაკუთრებულად აქტიურია. წელს ამ ძვირფასი მეტალის ფასი გაორმაგდა – დასუსტებული დოლარის, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და ცენტრალური ბანკების მასობრივი შესყიდვების ფონზე, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში, რომლებიც  თავიანთი რეზერვების დივერსიფიკაციას ცდილობენ.

ბოლო წლებში ჩინეთი  თავის გეოლოგიურ კვლევით შესაძლებლობებს აძლიერებს. 2024 წელს ჰუნანის პროვინციაში 1 000 ტონაზე მეტი მოცულობის საბადო აღმოაჩინეს, ხოლო ოქტომბერში განსუს პროვინციის ხელისუფლებამ 40 ტონაზე მეტი მოცულობის კიდევ ერთი ახალი საბადოს არსებობა გამოაცხადა. 2024 წელს ქვეყანაში 377,24 ტონა ოქრო აწარმოეს – 0,56%-ით მეტი, ვიდრე წინა წელს.

ჩინეთში შიდა მოხმარებამ 2024 წელს 985,31 ტონა შეადგინა, ხოლო ზოდებსა და მონეტებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით 24%-ზე მეტით გაიზარდა. ეს ტენდენცია ასახავს ჩინეთის საშუალო კლასის სურვილს, დაიცვას თავისი დანაზოგის ღირებულება გლობალური მაკროეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში, რაც ოქროს სულ უფრო პოპულარულ უსაფრთხო აქტივად აქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g