ჩინეთში ავტობუსი-პანდა გამოჩნდა. საინტერესო ტრანსპორტი ქალაქ ჩენდუს ქუჩებში მოძრაობს. ის მთლიანად შავ-თეთრ ფერებშია შეღებილი და გარეგნულად პანდას გავს. ავტობუსის მძღოლიც პანდას ფორმაშია ჩაცმული და შიგნითაც უამრავი ფუმფულა დათუნიაა მოთავსებული. საინტერესო სიახლის ავტორი პანდების ადგილობრივი ნაკრძალი გახდა. ავტობუსი არ იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იქ უბრალოდ ნაკრძალში შესასვლელი ბილეთები გაიყიდება. შეგახსენებთ, რომ პანდების ნაკრძალი დასახლების მთავარ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა, ამიტომ ხელისუფლებას მისი კიდევ უფრო მეტად გაპიარება სურს.