LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა

130

ჩინეთში კიდევ ერთი ქართული ღვინის სახლი გაიხსნა. ეს უკვე რიგით მეორე ღვინის სახლია პროვინცია ჭეძიანის ქალაქ ჭუძიში.

ჩინეთში შექმნილი „საქართველოს ღვინის კულტურის ცენტრი“ მომდევნო სამიწლის განმავლობაში ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში ქართული ღვინის სახლების მშენებლობას გეგმავს. „სიო ლუნის“ ქართული ღვინის სახლის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს საპარტნიორო ფონდის დირექტორმა დავითა საგანელიძემაც მიიღო.

როგორც მან აღნიშნა, პროექტი, რომელიც ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დამატებით 100-მდე ქართული ღვინის სახლის გახსნას გულისხმობს, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში და ქართული მეღვინეობის განვითარებას.

“საქართველოს საპარტნიორო ფონდი აქტიურად მუშაობს ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ჩინეთის ბაზარზე, რაც გამოიხატა საქართველოდან ჩინეთში აღნიშნული პროდუქციის ექსპორტის მკვეთრ ზრდაში. ქართული ღვინის რეალიზაცია სწრაფი ტემპებით ხორციელდება ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში, ჩინელი პარტნიორების შეფასებით დადგება საკითხი, რომ მიმდინარე წელს ჩინეთში კიდევ რამდენიმე ახალი ქართული ღვინის ცენტრი გაიხსნას, “-განაცხადა დავით საგანელიძემ.

ჩინეთი იმ ქვეყნების ხუთეულშია, სადაც ქართული ღვინის ყველაზე მეტი ექსპორტი ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g