LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მფრინავი ავტომობილის პირველი ფრენა წარმატებით შედგა

152
ქირიას NEWS შაბლონი

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში წარმატებით გამოცადეს მფრინავი ავტომობილი ვერტიკალური აფრენა-დაშვების სისტემით. აერომობილი ჩინეთის აეროკოსმოსური ელექტრონული ტექნოლოგიების აკადემიამ (CASC) შეიმუშავა.  People.cn-ის ინფორმაციით, მომავალში ასეთი აპარატი შეიძლება გამოიყენონ როგორც სამგზავრო გადაზიდვებისთვის, ისე სამაშველო ოპერაციებში.

მფრინავი ავტომობილი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. მიწაზე გადაადგილებას უზრუნველყოფს ოთხ ბორბლიანი ელექტრული შასი, რომლის სავალი მანძილი 300 კილომეტრს აღწევს. ჩარჩოზე განთავსებულია ორადგილიანი კაბინა, მის ზემოთ კი ფრთებიანი საფრენი მოდული, რომელიც აპარატს ვერტიკალური აფრენისა და დაშვების შესაძლებლობას აძლევს.

ჰაერში გადაადგილებისას ავტომობილის 3 ათას მეტრამდე სიმაღლეზე ასვლა და საათში 150 კილომეტრის სიჩქარის განვითარება შეუძლია. პირველი საცდელი ფრენის ფარგლებში სპეციალისტებმა შეამოწმეს მიწის მოდულისგან საფრენი ნაწილის გამოყოფის სისტემა, ასევე ვერტიკალური აფრენა და დაშვება.

ტრანსპორტის სრულფასოვან ექსპლუატაციაში გაშვებამდე აუცილებელია შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოების ნებართვის მიღება. ამ ეტაპზე პროექტი მხოლოდ ტექნოლოგიური შესაძლებლობების დემონსტრირების ფაზაში იმყოფება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინური კომპანია Xpeng-ის ავიაციურმა დანაყოფმა – Aridge-მა, დაიწყო ექვსადგილიანი მფრინავო ტაქსის A868-ის საცდელი ფრენები. განსხვავებით CASC-ის აერომობილისგან, ეს მოდელი მიწაზე დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს, თუმცა აფრენა-დაფრენა უპრობლემოდ შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g