LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა

121
766765

ჩინეთში მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, თანაც ზედიზედ უკვე მეორე წელია. ამის შესახებ BBC წერს.

ჩინეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობამ წელს 2,08 მილიონი ადამიანით იკლო და 1 409 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის ინდოეთის მოსახლეობა 1425 მილიარდს აჭარბებს.

ჩინეთის ანტირეკორდი შობადობის მაჩვენებლის შემცირებას უკავშირდება. ამჟამად შობადობა 1000 ადამიანზე 6,39-ს შეადგენს, რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ისტორიაში გამორჩეული იყო გასული წელი, როცა ბოლო 60 წლის განმავლობაში მოსახლეობა პირველად შემცირდა. არადა ჩინეთი წლების განმავლობაში ცდილობდა მოსახლეობის რაოდენობის კლებას სხვადასხვა მეთოდებით. მაგალითად – 1980-იანი წლებიდან ერთი ბავშვის პოლიტიკა მოქმედებდა და ეს წესი მხოლოდ 2015 წლისთვის შემსუბუქდა. უფრო მეტიც, 2021 წლიდან წყვილებს 3 შვილის ყოლის უფლებასაც კი აძლევენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები