ჩინეთში პირველი „ტყის ქალაქი“ აშენდება. მანამ, სანამ აზიის ვერტიკალური ტყე ზრდის პროცესშია, იტალიელმა არქიტექტორმა სტეფანო ბოერიმ უფრო დიდი გეგმები დაისახა და ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მწვანე დასახლების მშენებლობა დაიწყო. ე.წ. „ტყის ქალაქი“ ჩვეულებრივი ქალაქი იქნება, სადაც ოფისები, მაღაზიები თუ რესტორნები განთავსდება და ერთადერთი განსხვავება ის იქნება, რომ ის მთლიანად მწვანე საფარში იქნება ჩაფლული. დასახლებაში 30 ათასი მოქალაქე იცხოვრებს, ხოლო მცენარეების რაოდენობა კი მილიონზე მეტი იქნება.
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ მცენარეები ჰაერის დაბინძურების დონეს მკვეთრად შეამცირებენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეცედენტი არამხოლოდ ჩინეთში, არამედ მთელ მსოფლიოშიც არ არსებობს.