LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში ქალებისთვის განკუთვნილი პარკირების ადგილები გამოჩნდა

57

ჩინეთში ქალი მძღოლებისთვის სპეციალური ავტოსადგომები შექმნეს. „Daily Maily“-ის ინფორმაციით, სიახლე ჩჟეცზიანის პროვინციაში განხორციელდა. დასაწყისისთვის სულ 270 ათასამდე სადგომი გაკეთდა, მომავალში კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. სექსისტური ავტოსადგომი მსოფლიოს არაერთი გამოცემის ყურადღების ქვეშ მოექცა. საინტერესოა, რომ სადგომები ვარდისფერი ფერითაა მოხატული, ხოლო მათი დიდი ზომა, პარკირებას ბევრად უფრო ამარტივებს.

ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და საკამათო სტერეოტიპი ყველა დროისა არის ის, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან. “თუ მათ ექნებოდათ მამაკაცის სასქესო ორგანო, ამ შემთხვევაში ისინი უკეთესი მძღოლები იქნებოდნენ, ხოლო მსოფლიო გაცილებით კი, უსაფრთხო ადგილი საცხოვრებლად.” ამ სარკაზმში ავტორადიო ეხმაურება ყველა სტერეოტიპს, რომელიც ქალი მძღოლების დისკრიმინაციას იწვევს.

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, ჰენგქსინჟინგის გზაზე, პარკირების წესები ემყარება არასწორ თეორიას, რომელიც ქალებისთვის ე.წ. სპეც-პარკირების ადგილების გამოყოფას გულისხმობს. რვა ძირითადი ადგილი, სადაც ქალების პარკირებაა ნებადართული 50%-ით დიდია სტანდარტულზე. პარკირები სისტემის პროექტის დირექტორი აცხადებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე ქალ მძღოლებზე დაკვირვების შემდეგ მივიდა. მისი აზრით, ქალები იტანჯებოდნენ პარკირებისას და მისი კომპანიის ინიციატივამ ისინი ამ ,,ტანჯვისგან’’ იხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები