LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში საბავშვო ბაღში დანით შეიარაღებული ქალი შევარდა – დაჭრილია 14 ბავშვი

67

ჩინეთის ქალაქ ჩუნცინში დანით შეიარაღებულმა ქალმა საბავშვო ბაღში 14 ბავშვი დაჭრა.

39 წლის ეჭვმიტანილმა თავდასხმა საბავშვო ბაღის შესასვლელთან განახორციელა, როდესაც ბავშვები დილის ვარჯიშიდან ბრუნდებოდნენ.

საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა და დაცვამ მისი შეჩერება შეძლეს. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა.

ვიდეოებიდან, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება (მას სიმძიმის გამო არ გთავაზობთ) ჩანს, რომ პატარებს ჭრილობები თავისა და სახის არეშიც აქვთ მიყენებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g