LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში სარეკორდო რაოდენობის ელექტრომობილები დაითვალეს

128
BN-WE781_CAUTO0_HD_20171117034917 (1)

ელექტრომობილების რაოდენობამ ჩინეთში სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ 24.72 მილიონი ავტომობილი დაითვალა, რომელსაც ე.წ. „ენერგიის ახალ წყაროებს“ უწოდებენ. მათგან 73.36% სრულად ელექტროა.

2024 წლის მაჩვენებლებით ჩინეთში ექსპლუატაციაშია 440 მილიონი ავტომობილი, მათგან 345 მილიონი მსუბუქია. აქ შედის როგორც ტრადიციული საწვავის ავტოები, ასევე ჰიბრიდები და ელექტროქარები.

მიმდინარე წლის პირველ ნაწილში ქვეყანაში დარეგისტრირდა 4,397 მილიონი ახალი ელექტრომობილი.

ჩინეთში სულ 532 მილიონ ადამიანს აქვს მართვის მოწმობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები