LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ახალი ეპიდემიის წინაშე: ჩინეთში უცნობი ვირუსის 79 შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულია 2 ადამიანი

671
000-1NV9JH

ჩინეთში დღეს ამოუცნობი ვირუსის 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 3 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ამოუცნობ ვირუსს, უკვე ემსხვერპლა 2 ადამიანის სიცოცხლე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი, რომელიც აქამდე ადამიანებში არ გამოვლენილა ასობით სიცოცხლეს შეიწირავს. ამერიკის ბრიტანეთის ტაილანდისა და იაპონიის აეროპორტებში ახალი ვირუსის შესაჩერებლად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ექიმები ჩინეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს ამოწმებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ვრცელდება უცნობი ვირუსი, რომელიც ადამიანებში მანამდე არ აღმოჩენილა

ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი ეპიდემია-ჩინეთიდან უცნობი ვისური გავრცელდა.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მათი ინფორმაციით, ეს კორონავირუსის ერთ-ერთი მიკროორგანიზმია, რომელიც ადამიანებში მანამდე არ აღმოჩენილა.

“არის საშიშროება ვირუსი ძალიან სწრაფად და მსოფლიო მასშტაბით გავრცელდეს. აუცილებელია იმის დადგენა, ზუსტად რასთან გვაქვს საქმე, როგორ ვუმკურნალოთ ამ ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს. მკურნალობის სპეციალური კურსი, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისკენ იქნებოდა მიმართული, არ არსებობს. გაურკვეველია ისიც, ცხოველებისგან მომდინარეობს ის თუ არა. ბევრი შეკითხვაა. პასუხები კი არ გვაქვს,” – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერკოვი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა.

დამატებითი ზომები მიიღეს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, სან-ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის აეროპორტებში ჩინეთის ქალაქ უხანიდან შესული მგზავრების სკრინინგი დაიწყება. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს სინგაპურსა და ჰონგ-კონგშიც.

უცნობი წარმოშობის ვირუსის შესახებ ინფორმაციას ფლობენ საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ პნევმონიის გამომწვევ ახალ ვირუსს ნაცნობი რესპირაციული დაავადებების მსგავსი სიმპტომები აქვს. ამ ეტაპზე ცენტრში ვირუსთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდებიან, მანამდე კი აეროპორტებში მგზავრების სამედიცინო შემოწმების აუცილებელი არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g