LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში უხილავ რელსებზე მოძრავი მატარებელი გამოჩნდა

train

ჩინეთში მატარებლები ვირტუალურ ლიანდაგებზე მოძრაობენ. უჩვეულო იდეის განხორციელება ქალაქ ჰარბინში გადაწყდა და პირველი ტესტ-დრაივიც იქვე მოეწყო. ელექტრომატარებელმა, რომლის სიგრძეც 30 მეტრი იყო, არარსებულ რელსებზე გაიარა და ამ დროს ქალაქში 30 გრადუსი ყინვა იყო.

ინოვაციური ტრანსპორტი 300 მგზავრზეა გათვლილი და მისი სიჩქარე საათში 70 კმ-ს შეადგენს. მისი ძრავი საკმაოდ ძლიერია და 10 წუთიანი დამუხტვის შემდეგ 25 კმ-ს გავლა შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ელექტრომატარებელს სპეციალური სენსორებიც აქვს, რაც მას ნებისმიერი სირთულის გზის სწორად და დაბრკოლების გარეშე გავლაში ეხმარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g