LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში უპილოტო ტაქსების გამოყენებას იწყებენ

114
Screenshot 2022-08-04 114121

შენჩჟენში, ქალაქში, რომლის მოსახლეობაც 18 მილიონი ადამიანია, უპილოტო ტაქსების გამოყენების უფლება ოფიციალურად გაიცა. დაწყებული ორშაბათიდან ავტონომიური გადამზიდები ქალაქის მაგისტრალებზე გამოჩნდებიან. მძღოლი ისევ სალონში უნდა იმყოფებოდეს, თუმცა ამიერიდან შეუძლია რომ საჭესთან არ იჯდეს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ ისიც განსაზღვრა თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.

ჩინეთში ავტონომიური ტაქსის ექსპლუატაცია წარსულშიც დაშვებული იყო, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. შენჩჟენმა კი მთელი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და მას კანონის სახე მისცა.

თუკი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საჭესთან მძღოლი იქნება, პასუხი მან უნდა აგოს. ხოლო თუკი ავტომობილი სრულად ავტოპილოტით იმართება, მაშინ დამნაშავედ მფლობელი გამოცხადდება. და ბოლოს, თუკი დამტკიცდება, რომ ინციდენტი სატრანსპორტო საშუალების დეფექტმა გამოიწვია – ყველაფერზე პასუხს მწარმოებელი აგებს.

ქალაქის ხელისუფლებას „ჭკვიან“ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმები აქვს და იმედოვნებს რომ 2025 წლისთვის ინდუსტრია ყოველწლიურად 200 მილიარდ დოლარს მოიტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები